პროკურატურას სახალხო დამცველი გამოძიებაში დღემდე არ ჩაურთავს

პროკურატურას სახალხო დამცველი გამოძიებაში დღემდე არ ჩაურთავს. იმის მიუხედავად, რომ ორი დღის უკან გენერალურ პროკურატურაში მზაობა გამოითქვა, რომ 20 ივნისის დარბევის ღამის შესახებ დაწყებულ გამოძიებაში ომბუდსმენი ჩაერთვებოდა, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მას არავინ დაკავშირებია.

„არ ყოფილა მათი მხრიდან კონტაქტი, დღეს ოფიციალურად მივმართავთ პროკურატურას ჩაგვრთონ გამოძიებაში. ვფიქრობ დღეს პირველი რიგში ამოცანა უნდა იყოს იმ პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, თუნდა იმ ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინც ისროდა ამ ტყვიებს თავისა და სახის არეში და იმ პირთა პასუხისმგებლობა, ვისაც ევალებოდა რომ ეს არ მომხდარიყო,“-აცხადებს ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ 20 ივნისის საღამოს ვერ მოხერხდა ძალადობის თავიდან აცილება. ლომჯარია ამბობს, რომ იქ მყოფი ყველა პოლიტიკოსის ვალდებულება იყო თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიციასა და ხალხს შორის დაპირისპირება.

„რაც შეეხება ნიკა მელიასთვის წარდგენილ ბრალს, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას როლი რა იყო და მტკიცებულებები რამდენად საკმარისია, რომ მას ამ კონკრეტული მუხლით ბრალი წარედგინოს, ინფორმაცია არ მაქვს და დღეს კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვეცდებით გავეცნოთ საქმის მასალებს,“- განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ეს არის „რუსული ოცნება”
შემდეგი სტატიახოშტარია: ანრი ოხანაშვილისნაირი ადამიანი რომ არსებობს არ მჯერა