ნიკა მელია: ამ ბრძოლაში მართალი ვარ!

“ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს!” – წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია და იმ მოვლენებს იხსენებს, რის გამოცპროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

“20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე.

გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფიკობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.

პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ დაპოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელპარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება.

მიუხედავად ამისა, მაშინ ოცნებამ გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემისდაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო პოლიტიკურიდევნა.

მიუხედავად ამისა, ხალხის ნების გამოხატვის მოლოდინში , რომ სახელმწიფო ინსტიტუტები2020 წლის არჩევნების შედეგად დაიბრუნებდნენ ლეგიტიმაციას, მოთმინებით ველოდისაპარლამენტო არჩევნებს

თუმცა, 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ არა სახელმწიფო ინტიტუტების ლეგიტიმაციისდაბრუნება, არამედ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ქართული ოცნების მიერძალაუფლების სრული უზურპაცია, უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპიც ზუსტად ამდროს დადგა.

ამიტომ, 1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრომეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტურიუმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს.

სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება – ეს არის მთლიანად უკანონო დაარალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არგამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ.

მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ…

ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!

მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაცვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მეარ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!

გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალურისაიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მისადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არცმოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.

ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტადვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს!

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ !”

banner
წინა სტატიაშიმთელი ოპოზიციური სპექტრისგან, საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვას და განახლებას, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე – ბაქრაძე
შემდეგი სტატიამელაშვილი: პროკურატურა ცდილობს, ჩემ მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს