მელაშვილი: პროკურატურა ცდილობს, ჩემ მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს

პროკურატურა ცდილობს, ჩემ მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავის პასუხი აქვს, – ამის შესახებ ივერი მელაშვილმა განაცხადა.

როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, მისი განცხადებები ძალიან ცუდად ამოჭრეს.

„არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისტორიულად, კულტურულად ეთნოგრაფიულად, ყველანაირად. მაგაზე არ არის საუბარი. მე საუბარი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხმამაღალი განცხადებები, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არა მარტო. ამაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული, თითქოს სხვანაირად მიმაჩნია. არა ბატონო, მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით“, – განაცხადა მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ დღეს განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს საქმეში დამატებით მტკიცებულებებად წარადგენს, რადგან ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ამ ბრძოლაში მართალი ვარ!
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს