ნიკა გვარამიას განაჩენი ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ – ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

ცალკე პუნქტი ეთმობა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს

“ვგმობთ 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის მთავარი დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის განაჩენის გამოტანას, რომელიც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ; ვუერთდებით ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გადახედვის შესახებ; კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მთავრობამ განახორციელოს სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად;” ნათქვამია რეზოლუციაში.

banner
წინა სტატიაშიყველაზე დიდი ლუსტრაცია არის ოპოზიციის წარმომადგენლების სიხარული, თითქოს მხოლოდ ხელისუფლებას ეხებოდეს შეტევა, ეს ხომ ქვეყანასაც ეხება – მდინარაძე
შემდეგი სტატიაიმით, რომ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ – ბურჭულაძე