ნიკა გვარამია: სრული სამართლებრივი დომხალია, ეს არის ფიქცია

gvaramia nikaa“სრული სამასრთლებრივი დომხალია, ეს არის ფიქცია”, – ასე ეხმაურება რუსთავი2-ის გეენრალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწვყეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას უფლებამოსილება აღუდგა.

“ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულობით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მჯსელობს.
მე გეტყვით ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამარლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში ცხადია, რომ პრობლემა ამოწურული არ არის.

ამ განჩინებთ დვალი განარიდეს პროცესებს. ვულოცავ, იქნება გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც არანაკლებ საფუძველი აქვს, რომ იყოს მიკერძოებული. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტის წარმომადგენელია და რამდენიმე დღით ადრე გადადგა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. დღემდე ხედავენ იმედში. აქ სხვა ხერხს მიმართა, ურთმელიძემ არა, ვინც ამაზე მუშაობს იმან თქვა, რომ დვალი განვარიდოთ და საყევარიშვილს უფლებამოსილება.

ვიდრე სააპელაციო სასამართლო ამ დროებითი მმართველობის შესახებ გადაწვყეტილებას არ გამოიტანს. ეს არაფერს ნიშნავს. ეს განჩინება ისევ ურთმელიძესთან საჩივრდება. შეიძლება ხვალ გაასაჩივრონ. სრული სამართლებრივი დომხალია, რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს. მე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს გადაწყვეტილება არის ფიქცია და შექცევადია ხვალვე და ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება იმ ნორმების შეჩერებაზე უარის თქმა, რასაც ჩვენ ვითხოვთ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს თანამშრომლებმა სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზარალებულები გადაარჩინეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: სასამართლოს მიმართ ნდობას აღარაფერი ეშველება