შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზარალებულები გადაარჩინეს

დენდროპარკის ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეები წაიქცა

ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე
ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების
სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად  დაზარალებულები გადაარჩინესშსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
მაშველებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ
შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის
ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

პოლიციის თანამშრომლები, მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ
მეწყერთან ერთად ჩამოტანილი ხეებისგან აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდით
სამუშაოებში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება დროებით აღუდგინა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: სრული სამართლებრივი დომხალია, ეს არის ფიქცია