ნიკა გვარამია: შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცევა ძალიან ოპერატიულად, პროფესიულად და კეთილსინდისიერად

დაკითხვიდან გამოსული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს
მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ოპერატიული რეაგირება ჰქონდა.

„ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცევა ძალიან ოპერატიულად, პროფესიულად და კეთილსინდისიერად. ყველაფერს აკეთებს სწორად და ერთადერთი, რაც დარჩა, არის დამნაშავის დაკავება და პროკურატურის მხრიდან შესაბამისი სასჯელის მოთხოვნა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მასზე ჯგუფურ თავდასხმას, რომელშიც ორი პირი მონაწილეობდა.

„ეს იყო ორგანიზებული, ძალადობრივი დანაშაული. ახლა ჩვენ მივდივართ სამედიცინო ექპერტიზის ჩასატარებლად. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, რაც სამართლიანი მოთხოვნაა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რესტორან Dinning room- ში თავს დაესხნენ.

ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ სწორედ ის დაესხა თავს გვარამიას და ინციდენტში მის გარდა, არავინ არ მონაწილეობდა.

რატი გაჩეჩილაძე პოლიციის სამმართველოში უკვე დაიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით – 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 3 წლამდე.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძე: ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია ემოციურად
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: თუ ის ადამიანი ამბობს, რომ მარტო იყო, ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის დაძვრენას ცდილობს