ლევან გაჩეჩილაძე: ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია ემოციურად

ლევან გაჩეჩილაძე მისი შვილის, რატი გაჩეჩილაძის მიერ, ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს:

„წავიდა პოლიციაში, კომუნიკაცია მქონდა, სახლში იყო და წავიდა, ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად“, – აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, მისი შვილი ნიკა გვარამიას შემთხვევით გადაეყარა და ეს წინასწარ დაგეგმილი ანგარიშსწორება არ ყოფილა.

„რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა.

ნიკა გვარამია ერთ-ერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის, როცა დაგეგმავ და, როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის.

ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო, დღემდე მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, რატი გაჩეჩილაძე უკვე დაიკითხა და იგი პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძის შვილი ღიად აცხადებს, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცევა ძალიან ოპერატიულად, პროფესიულად და კეთილსინდისიერად