ნიკა გვარამია: თუ ის ადამიანი ამბობს, რომ მარტო იყო, ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის დაძვრენას ცდილობს

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმაში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა და ჯგუფურ თავდასხმას ჰქონდა ადგილი.

„თუ ის ადამიანი ამბობს, რომ მარტო იყო, ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, ამას უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ საკუთარი თავის დაძვრენას ცდილობს, რადგან ჯგუფური თავდასხმა არის დამამძიმებელი გარემოება და გაცილებით უფრო მაღალი სასჯელია მისთვის“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ორი თავდამსხმელიდან ერთმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მეორემ კი, მის მეგობარს.

„ის არ იყო მარტო, იყო სხვა ადამიანთან ერთად და იმ ადამიანის ამოცნობა შეგვიძლია თავისუფლად.

იქ იყო ორი ადამიანი, ერთი მე დამესხა თავს, მეორე ჩემს მეგობარს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად, პროფესიულად და კეთილსინდისიერად მოქმედებს.

დაკითხვის შემდეგ, ნიკა გვარამია სამედიცინო ექპერტიზის ჩასატარებლად წავიდა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რესტორან Dinning room- ში თავს დაესხნენ.

ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ სწორედ ის დაესხა თავს გვარამიას და ინციდენტში მის გარდა, არავინ არ მონაწილეობდა.

რატი გაჩეჩილაძე პოლიციის სამმართველოში უკვე დაიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით – 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 3 წლამდე.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცევა ძალიან ოპერატიულად, პროფესიულად და კეთილსინდისიერად
შემდეგი სტატიაApple-ის ხელმძღვანელს გაყიდვების შემცირების გამო ხელფასი ჩამოაჭრეს