ნიკა გვარამია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ის რაც ეთერს მიღმა ხდებოდა

ის რაც ეთერს მიღმა ხდებოდა“მეგობრებო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბევრი აზრი ხისტად და უტრირებულად გადმოვეცი, ბევრიც – უბრალოდ არასწორი რამ ვთქვი. არ დავმალავ, ზოგჯერ, ამას როგორც მეთოდს ვიყენებ, ზოგჯერ – შეცდომას ვუშვებ. ნამდვილად არ მწყინს, ამის გამო რომ მაკრიტიკებენ. უბრალოდ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ:მე ვარ მარტო ჩემს გუნდთან ერთად. ოჯახიც კი ვერ მიმაგრებს ზურგს – გადახვეწილი მყავს და რეალურ საფრთხეს მორიდებული. მეგობრების დიდი ნაწილი დევნილია და ემიგრაციაშია. მიწევს გამკლავება ყოველდღიურ რუტინასთან (ფინანსები, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა 1000 კაციანი ტელეკორპორაციისთვის დამახასიათებელი პრობლემა) და პასუხისმგებელი ვარ ჩემი ამ ქვეყნად საუკეთესო გუნდის წინაშე, რომ დროზე აიღებენ ხელფასს, იქნებიან უსაფრთხოდ, არ შეფერხდება ეთერი, იქნება მაღალი რეიტინგი და ა.შ. ამის პარალელურად, მიწევს გაუნელებელი ომი გაერთიანებულ და ჩვენს წინააღმდეგ აბსოლუტურად მობილიზებულ ხელისუფლების სამივე შტოსთან და მანიაკ მილიარდერთან, რომლებიც წესების გარეშე გვებრძვიან და ყოველმხრივ (სამართლებრივად, ფინანსურად და ა.შ.) ცდილობენ ჩვენს განადგურებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფინანსურად არავინ არ გვეხმარება და პირველი და ერთადერთი დიდი ტელევიზია ვართ, ვინც საქართველოს ისტორიაში საკუთარ თავს ინახავს. და ეს იმის მიუხედავად, რომ ყოველგვარი კანონი თუ რეგულაცია მიიღეს ამის შესაზღუდად, მეზობელი არხები (მთავრობის დაკვეთით) დემპინგური ფასებით გვებრძვიან და მიმდინარე ხმაურიანი დავები ასევე აფრთხობენ ჩვენს კლიენტებს. დამატებით, უამრავ ტყუილს და სიბინძურეს მივრცელებენ ჩემს პირად ცხოვრებაზე, რაც ჩემზე სრულიად არ მოქმედებს, მაგრამ გულს ტენს ჩემთვის მნიშვნეოვან ადამიანებს.

ასე რომ, პოსტ ფაქტუმაც ვუხდი ბოდიშს საზოგადოებას და სამომავლოდაც ჩვეულებრივზე ოდნავ მეტ შემწყნარებლობას ვითხოვ, თუ ჩემი ნერვული სისტემა ყოველთვის ბოლომდე მდგრადი არ ყოფილა ან არ იქნება, და ჩემი შეფასებები გაცდა და ალბათ მომავალშიც გაცდება ხოლმე საზოგადოებრივად დადგენილ ნორმებს.
ამ ყველაფერს განვიცდი და ძალიან ვცდილობ, ასე არ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამომდის”-წერს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელის კომენტარი “ანაკონდაზე” და “თაიმერის” შეკითხვა მინისტრს
შემდეგი სტატიაშსს-მ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა