თინა ხიდაშელის კომენტარი “ანაკონდაზე” და “თაიმერის” შეკითხვა მინისტრს

თინა ხიდაშელის კომენტარი

XIDASHELI-ANAKONDAპოლონეთში მიმდინარე ნატოს წვრთნებს, რომელიც იმითიც არის გამორჩეული, რომ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე მსგავსი მასშტაბით პირველად ტარდება და სადაც 23 ქვეყნის 31 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს, საქართველო 24-ე ქვეყნად უნდა შეერთებოდა – ამაზე “თაიმერმა” სპეციალური მასალები მოამზადა.
დღეს, რამდენიმე საათის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა წვრთნებში ჯარისკაცების წაუსვლელობას “ფეისბუქ- პოსტი” მიუძღვნა, სადაც ის წერს, რომ ქართული ასეულის გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ორ ჯარისკაცს ჩუთყვავილა აღმოაჩნდა. ჩუთყვავილა ინფექციური დაავადებაა, და გადაწყვეტილება, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მიიღო, სრულიად ლოგიკურია – ასეულის წვრთნებში გაგზავნა მოიხსნა. 24 საათით ადრე შეფერხება ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ასეულის სხვათი ჩანაცვლების თეორიული შანსიც კი არ არსებობს.

ქალბატობი ხიდაშელის ახსნა-განმარტება ქართულ საზოგადოებას, აბსოლუტურად ლოგიკურად იწყება, გრძელდება და შემოძახილი დასასრულს მწვავედ პრო-დასავლური ხდება, არასასურველი მედიის პრო-რუსულად მოხსენიებით, რომლემაც ქართველების “ანაკონდაზე” გამოუცხადებლობა, ბრიუსელიდან მიღებულ მითითებას დაუკავშირეს, თითქოსდა, რუსების ნერვების გასაფრთხილებლად და მათი გაღიზიანების მოსარიდებლად.

ქალბატონი ხიდაშელი გამოუცხადებლობის შესახებ ოფიციალურ ანგარიშზე წერს, რომ “ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატოს”.
სინამდვილეში – მსოფლიო მედია (მათ შორის პოლონური, ამერიკული, ბრიტანული) ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად წერდა ქართველების წვრთნებში მონაწილეობაზე, მათ შორის, “ანაკონდა-2016”-ის ოფიციალურ რელიზებში 7-8-9 ივნისს ნატოს 5 პარტნიორ ქვეყნებში (ფინეთი, შვედეთი, მაკედონია, საქართველო, უკრაინა) მუდმივად იყო მითითებული.

8 ივნისს “თაიმერი” “ანაკონდა-2016”-ის პრესცენტრს დაუკავშირდა და ქართულ შენაერთებზე კითხა და მათთან დაკავშირება სთხოვა – ვიქნებით თავმდაბლები და არ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ჩვენი შეკითხვის შემდეგ დაინტერესდნენ ორგანიზატორები ქართული ჯარისკაცებით, მაგრამ, ფაქტია, რომ მედიამ ქართული ჯარისკაცების არ ყოფნა მხოლოდ 9-ში შეამჩნია.

ფონი ასეთია – ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იმართება. მედია საქართველოს ასეულის წვრთნებში არსებობაზე წერს. ოფიციალური პოლონეთი არაფერს ამბობს. არაფერს ამბობს არც ოფიციალური თბილისი. ორი დღის მანძილზე. 9 ივნისს მედიამ (პოლონურმა) შეკითხვა დასვა, თუ რატომ არ იმყოფებიან ქართველი ჯარისკაცები სწავლებებზე.

ოფიციალურმა პოლონეთმა 9 ივნისსვე, საღამოს გააკეთა განცხადება, რომ მათ ქართული მხარისგან არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური განცხადება და რომ ელოდებიან.
ქართული მხარე ოფიციალური პოლონეთის განცხადებიდან რამდენიმე საათში აქვეყნებს განცხადებას ჩუტყვავილას შესახებ.
დღეს ქალბატონი ხიდაშელი თავის “ფეისბუქ”-ანგარიშში წერს: “ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატოს.”

ცხადია და ძალიან ბუნებრივად, დაიბადა შეკითხვა მედიაში – რატომ არ მონაწილეობს ქართული მხარე წვრთნებში – რომელზე პასუხი აღმოჩნდა,  არავის ჰქონდა!
უპასუხო დასავლური მედიის ვარაუდი, პირველ რიგში საქართველოს პრობლემას, რუსეთს დაუკავშირდა, რადგანაც სხვა პასუხი არ არსებობდა. მით უმეტეს, რომ აღნიშნული წვრთნების ვარშავას სამიტის წინ ჩატარებას ევროპაშივე ყავდათ მოწინააღმდეგეები ზუსტადაც, რუსეთის გაღიზიანების საბაბით. ამიტომ, ქალბატონი ხიდაშელის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელის თხოვნა, რუსების გამო ქართველები არ ჩამოსულიყვნენ, რუსული პროპაგანდის ნაწილია, სინამდვილეში იმ ვაკუუმის შედეგია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შექმნა. უკვე აღწერილ სიტუაციაში რუსულ კვალზე საუბრის რუსულ პროპაგანდად მონათვლა სხვა არაფერია, თუ არა მარტივი პოპულისტური განცხადება.

სცენარი, თუ რატომ არ (ვერ) წავიდა ქართული ასეული “ანაკონდა-2016”-ზე, რომელიც თინათინ ხიდაშელმა “”ფეისბუქით” მოგვაწოდა, აბსოლუტურად ლოგიკურია.
ისევე, როგორც ლოგიკურია შეკითხვა: წვრთნები “ანაკონდა-2016” 7 ივნისს დაიწყო. ქართულმა მხარემ გამგზავრებამდე 24 საათით ადრე (როგორც ოფიციალურად ბრძანა მინისტრმა) გაიგო, რომ ასეული ვერ წავიდოდა, ანუ 6 ივნისს. ოფიციალური თბილისი სწავლებებში ვერ მონაწილეობის შესახებ რატომ ავრცელებს განცხადებას 9 ივნისს საღამოს საათებში, მას შემდეგ, როცა მთელი დასავლური მედია რუსეთს მხოლოდ იმიტომ “მიესია”, რომ შექმნილ ალოგიკურ მდგომარეობაში ლოგიკაში მხოლოდ საქართველო და მისი მტერი რუსეთი “ჯდებოდნენ”.

რას ელოდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 6, 7, 8 , 9 ივნისს?

“თაიმერისთვის”
პოლონეთი. ტორუნი.

ეკატერინე ლემონჯავა

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიანიკა გვარამია საზოგადოებას ბოდიშს უხდის