ნიკა გვარამია: რაც შეეხება ჩემ შინაგან რწმენას, მას როგორც ფაქტს, ვერ გავავრცელებ, მაგრამ როგორც მოსაზრებას – ცხადია კი

დავით ხვიბლიანი ჯარისკაცია, ბიბლიოთეკარი თუ მეწისქვილე, საერთოდ არ მადარდებს. წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ტერორისტია. პირნათლად შევასრულე ჩემი სამოქალაქო ვალდებულება და პატრულს ვაცნობე. აბა მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას?! პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ქონდეს ხვიბლიანზე, მით უფრო, როცა 20 ადამიანის სიცოცხლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს ამ ინფორმაციით.

რაც შეეხება ჩემ შინაგან რწმენას, მას როგორც ფაქტს, ვერ გავავრცელებ, მაგრამ როგორც მოსაზრებას – ცხადია კი.

დარწმუნებული ვარ ხვიბლიანის თანამონაწილეობაში და ყველა ინდიკატორი ამას ამტკიცებს:

🛑შიდა ვიდეო კადრები, სადაც ზედაპირზეა, რომ ფეიკ მძევალია და იქცევა, როგორც ოპერაციის ტვინი, არათუ უბრალო თანამონაწილე;

🛑ჩემთან დარეკა საკუთარი ალიბის შესაქმნელად, და გვარი არაფრით არ მითხრა. რა მოტივით დამალა გვარი მძევალმა?

🛑როგორ და რატომ წავიდა “სამავოლკაში” სენაკის მკაცრად რეგულირებული ბაზიდან? ბანკში ქონდა საქმე და პრაქტიკულად დანაშაული ჩაიდინა ამის გამო? თან მაინცდამაინც ზუგდიდის ბანკში ქონდა საქმე და სენაკში ბანკები არაა?

🛑ნუ იტყუებით მისი გულშემატკივრები, რომ ბაზაზეა და ელაპარაკეთ ტელეფონით. არც მოწმის/მძევლის სახით იკითხება. სახელმწიფო თუ ასე ამბობს, ამას თავისი ოპერატიული (იმედია, და არა პოლიტიკური) მიზეზები აქვს-წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიწალაქ ჯვარში სსიპ კოლეჯი „ლაკადას“ტერიტორიაზე სასწავლო სახელოსნოები აშენდება
შემდეგი სტატიასაარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო