ნიკა გვარამია: ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს

ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი განცხადება ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მან მესამე პრეზიდენტი ციხეში მოინახულა:

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს კვლავ. ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა აქამდე მისი შეგრძნებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც მე ვარ ექიმი და არც ის , მე ვამბობ იმას, რასაც ვხედავ და რასაც მეუბნება პატიმარი. ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს.

კოლაფსის შემდეგ რა მოხდება, ეს არავინ არ იცის. ეს არის უკვე ლატარია, 50/50-ზე და რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას. თუ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი პირადად ელოდება როდის ექნება მას კოლაფსი და როდის გადაიყვანენ საავადმყოფოში. ეს უნდა მოხდეს მანამდე და ეს კაცი უნდა იყოს გადარჩენილი მანამდე. კოლაფსის შემდეგ, არავინ არ იცის როგორ შემოტრიალდება ვითარება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა მისი ფსიქიკის გადარჩენა და მისი აზროვნების გადარჩენა.

ამიტომ მივმართავ კვლავ, ერთადერთ ადამიანს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას და ვისგანაც შესაძლოა გვქონდეს მოლოდინი რომ მიიღებს რაციონალურ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილს, ძალიან მალე, სიტუაცია შეიძლება იყოს შეუქცევადი და ყველანი მასთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში ის, იქნებიან მკვლელები, ღიად და სწორხაზოვნად უნდა იცოდნენ ამის შესახებ.” ამბობს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნების მომდევნო ციკლს