ნიკა გვარამია ელისაშვილ-თალაკვაძის მემორანდუმზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და “მოქალაქეებსა” და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ხელმოწერილ მემორანდუმს “სრულ ფიქციას” უწოდებს.

ნიკა გვარამიას თქმით, მემორანდუმს “ყოველგვარ შინაარსს აცლის” ნაწილი, სადაც ნაგულისხმევია, რომ თუ დეპუტატი პარლამენტში არ შევა, ვერც კომისიის წევრობის უფლებამოსილებით ისარგებლებს.

“მთავარი, რაც ელისაშვილთან მემორანდუმს სრულ ფიქციად აქცევს და ყველაფერ დანარჩენს ყოველგვარ შინაარსს აცლის: ყველაფრის სუბიექტი (მათ შორის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრობის) არის აი ეს ფორმულირება –

“ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით”

ანუ, ვინც არ შევა, ვერც კომისიაში იქნება და ვერც სხვა რამეს იზამს. ანუ, საერთოდ არავინ არ არის.” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე

banner
წინა სტატიაშიელენე ნიჟარაძე: თავის დროზე, რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე პოლიტპატიმრებზე და „მოქალაქეების“ და „ოცნების“ გაერთიანებაზე