ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიახუმ ისრაელის მინისტრებს აშშ-ს არჩევნების შესახებ კომენტარის გაკეთება აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერმა აუკრძალა მინისტრებს მისცენ რაიმე სახის შეფასება ან კომენტარი მედიას აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. ნეთანიახუს განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ისრაელის მთავარი პარტნიორი ყოველთვის იყო და იქნება აშშ.