,,სააკაშვილმა იცოდა, რომ მას პოროშენკო იყენებდა, მაგრამ დუმდა,,

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 7, 2016 22:16

,,სააკაშვილმა იცოდა, რომ მას პოროშენკო იყენებდა, მაგრამ დუმდა,,

14963046_671941349632722_1656483790_n,,იმედი მაქვს, რომ ეს გულწრფელი ნაბიჯია, რომელიც დაეხმარება მიხეილ სააკაშვილს გაიგოს თუ რა უნდა მას სინამდვილეში… და ის თავის პოლიტიკურ წონას სწორი მიზნებისთვის გამოიყენებს,, აცხადებს უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი მუსტაფა ნაიომი სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას.
,,მიხეილმა ყველა წვრილმანით იცოდა, რომ მის ზურგს უკან თამაშები მიდიოდა. ეს არც ჩემი მოსაზრებაა და არც ჭორი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ და ამ სიტუაციის შეფასებასთან დაკავშირებით ჩვენ აზრთასხვაობა არ გვქონია. ადრე თუ გვიან, ის იძულებული გახდებოდა სიმართლისთვის ჩაეხედა თვალებში და ეღიარებინა, რომ პრეზიდენტი პოროშენკო მას ბანალურად იყენებდა… თავიდან როგორც ტარანზე წამსვლელი – იაცენიუკის წინააღმდეგ, ხოლო შემდგომ როგორც ლოკომოტივი ,,ალტერნატიული,, პოლიტიკური პროექტისათვის.
იმის ნაცვლად, რომ ჩაერთოთ მიხეილ სააკაშვილი, მისი ცოდნა და გამოცდილება საქმეში, პრეზიდენტმა იზრუნა იმაზე, რომ მისი ყურადღება ადმინიტრაციის პრობლემებისაგან სხვა რამეზე გადაერთო… რათა მარტინენკოს კრიტიკის დროს, მას კონონენკო დაევიწყებინა, ხოლო იაცენიუკის კრიტიკის დროს – არ ეხსენებინა პოროშენკო. და პოროშენკოს ადმინისტრაციას ეს დიდხანს გამოსდიოდა. სააკაშვილი კი დიდხანს არათუ არ აკრიტიკებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არამედ იცავდა მას, ისე რომ დროდადრო მიუღებლადაც წაუყრუებდა ხოლმე მომხდართან დაკავშირებით… მაგალითად НАБУ-სა და ГПУ-ს სიტუაციის დროს, მიხეილი მოიქცა ისე, როგორც იულია ტიმოშენკო რუსეთ-საქართველოს ომის დროს… ის უბრალოდ დუმდა. და კიდევ ერთი, მთავარი მიზეზი იმისა, რომ გაზაფხულზე ყველა ახალი ძალის ერთ პარტიად გაერთიანება არ მოხდა, იყო სააკაშვილისა და პოროშენკოს მოლაპარაკებები. მაშინ პრეზიდენტმა მოახერხა დაერწმუნებინა მიხეილი, რომ არ დაეჩქარებინა ეს პროცესი, შედეგად კი მრავალდღიანი მოლაპარაკების პროცესი,,ახალებს,, შორის უშედეგოდ დამთავრდა და პროცესი გაიყინა.
გულწრფელად პატივს ვცემ მიხეილს იმის გამო, რისი გაკეთებაც მან საქართველოში შესძლ;ო… და ძალიან ვიმედოვნებ, რომ გადადგომით ის ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, გენპროკურორთან, თავის თავთან და პოტენციურ პარტნიორებთან თვალხუჭობანას თამაშს შესწყვეტს,, აცხადებს უკრაინელი პოლიტიკოსი და რადას დეპუტატი – მუსტაფა ნაიომი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 7, 2016 22:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics