ნეთანიაჰუს პასუხი ერდოღანს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ 10 დეკემბერს გაჟღერებულ სიტყვებს ,, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ტერორია,, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უპასუხა.
ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტის შეფასებები ისრაელზე თავდასხმად განიხილა და განაცხადა, რომ ერდოღანისაგან მორალურ გაკვეთილებს ვერ მიიღებს.

,,პატივცემული ერდოღანი ებრაელებს თავს დაგვესხა. საკუთარ ქვეყანაში ქურთების სოფლების დამბომბავი, ჟურნალისტების ციხეში გამომკეტავი, ირანის სანქციების დამრღვევთა ხელშემწყობი და ღაზას ჩათვლით, უდანაშაულო ადამიანის მკვლელ ტერორისტთა დამხმარე ადამიანისაგან, მორალურ გაკვეთილებს ვერ მივიღებ,, -განაცხადა ნეთანიაჰუმ.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა
შემდეგი სტატიასაახალწლო დეკორაციებს თბილისში, ნაწილები სცვივა