ერდოღანმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა

სივასში, მმართველი პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის  1947 წლიდან დღემდე ისრაელის სახელმწიფოს გაფართოების მეთოდებზე ისაუბრა, რომლის დროსაც ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.

,,ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ტერორია. შეხედეთ, როგორ ექცევიან ეს ტერორისტები თვალებახვეული  14 წლის ბავშვებს. ისრაელი პალესტინური მიწების მითვისებით დიდდებოდა”-განაცხადა ეროღანმა.

ერდოღანის მიერ ზემოხსენებული სიტყვის წარმოთქმისას, აუდიტორია სკანდირებდა “იერუსალიმი ჩვენია” … რასაც ერდოღანმა ,,ღვთის შეწევნით,, სიტყვებით უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიმეფე ჰენრი VIII -ს სასახლე 800 000 ფუნტად იყიდება
შემდეგი სტატიანეთანიაჰუს პასუხი ერდოღანს