ნერვიულობს სააკაშვილის იმ დასკვნაზე, რომელიც კლინიკიდან იგვიანებს და ფიქრობს, რომ კარგის მანიშნებელი არ არის – ხერხეულიძე გვარამიაზე

„ნერვიულობს სააკაშვილის იმ დასკვნაზე, რომელიც კლინიკიდან იგვიანებს და ფიქრობს, რომ კარგის მანიშნებელი არ არის,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხერხეულიძის ინფორმაციით, გვარამიას განწყობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლია.

ხერხეულიძე ამბობს, რომ გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს.

„არაფერი შეცვლილი არ ყოფილა არც განწყობის თვალსაზრისით, გარდა იმისა რომ დარდობს თავის მეორე ოჯახზე, „მთავარზე“, რადგან ფიქრობს, რომ მათ ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვთ და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს დაძლევენ. ასევე ნერვიულობს მიხეილ სააკაშვილის იმ დასკვნაზე, რომელიც იგვიანებს „ვივამედიდან“ და ფიქრობს, რომ ეს არ არის კარგის მაუწყებელი.

ეს არის მისი დარდი, მისი განცდა ამ ეტაპისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მას პრობლემები არ აქვს“, – აცხადებს ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის თავდაცვის 83 დღე ისტორიას დარჩება, როგორც 21-ე საუკუნის თერმოპილე – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაშევხვდი მიხეილ სააკაშვილს, შესამჩნევი არის სისუსტე, კვლავაც ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებულია – თუთბერიძე