ნეპალში პროვინციის უკანასკნელ მეფეს ემშვიდობებიან

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში პროვინცია ზემო მუსტანგის უკანასკნელ მეფეს ემშვიდობებიან. მეფე ჯიგმა პალბარ ბისტა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავის პატარა ბუდისტურ სამეფოს 50 წელზე მეტხანს მართავდა. ის, ფაქტობრივად, მე-15 საუკუნიდან არ შეცვლილა.
1950 წელს მეფემ მხარი წარუმატებელ პარტიზანულ მოძრაობას დაუჭირა, რომელსაც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური აფინანსებდა და რომელიც ტიბეტიდან ჩინეთის გაგდებას გულისხმობდა.

მეფემ თავისი ცხოვრების უმეტესობა მუსტანგის რთულად მისაღწევ დედაქალაქში გაატარა. 2008 წელს ნეპალის მთავრობამ სამეფო გააუქმა და მისი ლიკვიდაცია მოითხოვეს. მაშინ, ჯიგმა პალბარ ბისტამ მთავრობის წინადადება მიიღო და სამეფო სტატუსი შეინარჩინა, როგორც “კულტურის სიმბოლო”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად მოთხილამურე პატრული დაიცავს
შემდეგი სტატიაავიაკატასტროფას გადარჩენილი ფეხბურთელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებს იხსენებს