“ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის მიუღებელი”- თალაკვაძე დავით ერაძეზე თავდასხმას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, „რუსთავი2-ის” ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე თავდასხმას ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მას იმედი აქვს, რომ შს სამინისტრო დროულად გამოიძიებს, ვინ და რა მიზნით გაუხსნა ცეცხლი „რუსთავი2-ის” ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს.

„როგორც იცით ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო მყისიერად გამოძიება, თუ რა მოტივით მოხდა ეს დანაშაული. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ პარლამენტში ველოდებით, რომ შს სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში, სწრაფად უპასუხებს, რა მოხდა და რატომ მოხდა ასეთი რამ. ველოდებით, რომ ადამიანმა, ვინც ეს ჩაიდინა, იქნება იდენტიფიცირებული და მიეცემა პასუხისგებაში,“-განაცხადა თალაკვაძემ.

შუადღისას „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს ესროლეს, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე ეგდო.

ქუჩიშვილის ქუჩაზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, დავით ერაძე კი მთაწმინდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. რას უკავშირდება თავდასხმა, დავით ერაძისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაში“შემაშფოთებელი და საშიში პრეცედენტი” – “გამჭვირვალობა-საქართველო” დავით ერაძეზე თავდასხმას გმობს და დროულ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატია” მოსამართლეობის იმ კანდიდატურებზე, რომელიც ახალი კრიტერიუმებით იქნება შერჩეული, სათითაოდ ვიმსჯელებთ”