” მოსამართლეობის იმ კანდიდატურებზე, რომელიც ახალი კრიტერიუმებით იქნება შერჩეული, სათითაოდ ვიმსჯელებთ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ძირითად პრინციპებზე შეთანხმება მიღწეულია.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა.

“უმრავლესობის ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი დრო სასამარლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას დაეთმო. ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სხვა შიდაპარტიული საკითხების განხილვას. ეს იყო შედეგიანი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფში პროცესის მონაწილე გახდეს ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს ჩვენ ვიმსჯელეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და თქვენ თვითონ ნახავთ უკვე პირველ სამუშაო შეხვედრაზე წარმომადგენლობას. პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება ამ პროცესს და მას ექნება გუნდის მხარდაჭერა პროცესთან დაკავშირებით,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, გუნდში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით თანხმობა არის მიღწეული.

„სხვა პრინციპები, რაზეც ვიმსჯელეთ და გუნდში არის თანხმობა, ეს არის ის, რომ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალშიც მოემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების გამტკიცებას და რაც მთავარია, უზენაეს სასამართლოში პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი მოსამართლეების დამტკიცებას.

„გასაკუთრებით იყო განხილული საგაზაფხულო სესიაზე კენჭისყრასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც ჩვენ კანდიდატურებზე გვექნება მსჯელობა. მინდა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იცოდეს უმრავლესობის პოზიცია, რომ თითოეულ კანდიდატურაზე იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ კანდიდატურას და არა მთლიან სიას ერთად უყრის კენჭს პარლამენტი,“ – ამბობს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის მიუღებელი”- თალაკვაძე დავით ერაძეზე თავდასხმას ეხმაურება
შემდეგი სტატიარუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსის ახალი მარშრუტი დადგინდა