NDI: პრეზიდენტი -24%, პრემიერი – 22%, პარლამენტის თავმჯდომარე- 14% – საქმიანობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას 24% კარგად აფასებს, 50% საშუალოდ, 12% ცუდად, 3% ძალიან კარგად, 3 % ძალიან ცუდად.

პრემიერის საქმიანობა – 22% კარგად, 53% საშუალოდ, 11% ცუდად, 3% ძალიან კარგად, 3 % ძალიან ცუდად.

პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას გამოკითხულთა 14% კარგად აფასებს, 42% საშუალოდ, 17% ცუდად, 4% ძალიან ცუდად, ხოლო 1% ძალიან კარგად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით. 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიNDI: 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ საქართველო საცხოვრებლად ახლა უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ – NDI