გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ საქართველო საცხოვრებლად ახლა უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ – NDI

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს 24%-ს. $%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

თბილისში გამოკითხულთა 69 % მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა უკეთესი ადგილია საცხოვრებლად ვიდრე, 15 წლის წინ. 25%-ს უარყოფითი პასუხი აქვს.

სოფელში მაცხოვრებელთა 74%-ს აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს, 23%-ს კი უარყოფითი.

საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიNDI: პრეზიდენტი -24%, პრემიერი – 22%, პარლამენტის თავმჯდომარე- 14% – საქმიანობა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 28% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს