“NDI-ის კვლევიდან ჩანს რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის” – ელენე ხოშტარია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 18, 2018 12:32

“NDI-ის კვლევიდან ჩანს რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის” – ელენე ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია NDI-ის კვლევის პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით და ძალიან დაბალია ქვეყნის განვითარების ტემპი.
“კვლევიდან ჩანს, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით. ძალიან დაბალია ქვეყნის განვითარების ტემპი. ელექტოპრატი კრიტიკულია კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორც არის მაგალითად ხელისუფლების გადაწყვეტილება თაბორის მთასთან დაკავშირებით. მნიშნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ზოგადად, უიმედობა და ნიჰილიზმია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია უყურებს განწყობებს და არ ცდილობს და არ აპირებს პრობლემების გამოსწორებას.

ოპოზიციამ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმედის, პერსპექტივის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას. ევროპულ საქართველოს ესმის, რომ არის კარგი სასტარტო პოზიცია, მაგრამ არასაკმარისი ქვეყანაში ცვლილებების განსახორციელებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი კი არ გავიშვიროთ ვინმესკენ, რასაც უკვე წლებია აკეთებს ოცნება, არამედ დავკავდეთ რეალური საქმით და ხალხს გავუჩინოთ ცვლილებების და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 18, 2018 12:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics