სკანდალი – გაშავებული თევზი ბაღებში

ბაღებში არსებული მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. დღეს „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ნილს“ (რომელიც ერთი თვით, ტენდერის დასრულებამდე შეუშვა მერიამ ბარებში, აღსაზრდელების გამოსაკვებად) წუხელ, ღამით, დაახლოებით ორი საათისთვის დაუზიანდა პურის საცხობი აპარატურა, რის გამოც დღეს ბაღებს საკმარისი პური არ მიეწოდა.
მეტიც, „თაიმერს“ მოაწოდეს ამ დილით ბაღებში შესული თევზის პარტიის ფოტოები, სადაც აშკარად ჩანს, რომ თევზი არც შეფუთულია და არც ვარგისიანობის აღმნიშვნელი წარწერა აქვს.
კანონით, გაყინული თევზი ბაღში შესვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ უნდა მომზადდეს, თევზი უნდა გალღვეს გამდინარე ცივ წყალში. თევზი, რომელიც ამ დილით მიეწოდა ბაღებს, ნორმის დაცვით რომ დამუშავდეს და მომზადდეს, ხვალისთვის იქნება ვარგისი საჭმელად.
ვეკითხებით მერიას, ფოტოებზე აღბეჭდილი თევზი სტანდარტების დაცვითაა შეტანილი ბაღებში? საინტერესოა, რატომ იმეტებთ სხვის შვილებს მოსაწამლად, ისინი საქართველოს მომავალ თაობად ვერ წარმოგიდგენიათ?!
აქვე მერიას შევახსენებთ კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს:


მუხლი 3. მოთხოვნები სურსათის ეტიკეტისადმი:
1. სურსათის ეტიკეტი შეფუთულ ერთეულზე მიმაგრებული ან განთავსებულ უნდა იქნეს ისე, რომ ადვილად არ სცილდებოდეს.
2. ეტიკეტზე განთავსებული სავალდებულო ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს სრული, გასაგები, შესამჩნევი, ადვილად წასაკითხი. დაუშვებელია წარწერის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით (რაც დაფიქსირდა რძის სემთხვევაში და რაზედაც “თაიმერი“ წერდა – რედ.).
3. დასაშვებია ეტიკეტზე წერილობითი, ბეჭდური ან გრაფიკული გამოსახულების განთავსება.
4. ეტიკეტზე სურსათის დასახელება და შემადგენლობა განთავსებული უნდა იქნეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში.
5.სურსათში გამოყენებული ინგრედიენტების ჩამონათვალი მოცემული უნდა იქნეს შესაბამისი სათაურით – „შემადგენლობა“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურსათი შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს.
6. სურსათის ეტიკეტზე ინფორმაცი აუნდა განთავსდეს ქართულ ენაზე.
7. სურსათის მცირე ზომის დაფასოებული ერთეულისათვის, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, არარის სავალდებულო ეტიკეტზე პარტიის, ინგრედიენტების ჩამონათვალის, შენახვის ვადისა და გამოყენების ინსტრუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
8.საზოგადოებრივი კვების ობიექტებში რეალიზაციისათვის განკუთვნილ სურსათსა და სასურსათო ნედლეულზე სავალდებულო ინფორმაცია მოცემული უნდა იქნეს თანმხლებ დოკუმენტაციაში.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარს არ გაასაჩივრებს
შემდეგი სტატია“NDI-ის კვლევიდან ჩანს რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის” – ელენე ხოშტარია