NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39 პროცენტი დადებითად აფასებს

თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა (მხოლოდ თბილისში) 39 პროცენტი დადებითად აფასებს, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

გამოკითხულთა 29 პროცენტი მერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 25 პროცენტი ცუდად, ხუთმა პროცენტმა არ იცის, ორმა პროცენტმა კი პასუხზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, მის საქმიანობას გამოკითხულთა 17 პროცენტი აფასებს დადებითად, 29 პროცენტი საშუალოდ, ასევე 29 პროცენტი ცუდად, 23-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო ორმა პროცენტმა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 18 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ექვსი კი „ნაციონალურ მოძრაობას“
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი – მტკვართან და რიონთან მებრძოლი სიცოცხლე