NDI: “არასოდეს მივცემდი ხმას” – ენმ – 21%, “ოცნება” – 14%, ევროპული საქართველო – 1%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% ხმას არასდროს მისცემდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 14% – ქართულ ოცნებას, 5% -პატრიოტთა ალიანსს, 4% – ლეიბორისტულ პარტიას, 2% – გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას.

გამოკითხულთა 1-1% პასუხობს, რომ ხმას არასოდეს მისცემდა ევროპულ საქართველოს, გირჩს, მრეწველებს, ქართულ დასს, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ახალ მემარჯვენეებს”.

NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 19% ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი პარტია/ბლოკი, რომელსაც ხმას არასოდეს მისცემდა, 18%-მა არ იცის, ხოლო 7% პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%

banner
წინა სტატიაშიNDI: ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნების მთავარი დაბრკოლებაა
შემდეგი სტატიაNDI: 59%-ის აზრით, ივანიშვილი კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად