NDI: ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნების მთავარი დაბრკოლებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით მოსახლეობა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს.

მოსახლეობა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების წინ დემოკრატიული არჩევნების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად მიიჩნევს:

ამომრჩეველთა მოსყიდვა – 32%
ამომრჩეველთა შევიწროება – 14%
ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა – 14%
სიებთან დაკავშირებული პრობლემები – 14%
საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა – 12%
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

banner
წინა სტატიაშიNDI: კალაძე – 37%, ელისაშვილი – 22%, უდუმაშვილი – 16%, ხოშტარია – 5%
შემდეგი სტატიაNDI: “არასოდეს მივცემდი ხმას” – ენმ – 21%, “ოცნება” – 14%, ევროპული საქართველო – 1%