NDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI და CRRC–საქართველო მედიას 2015 წლის აგვისტო–სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართება.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

პრეზენტაციაზე მხოლოდ მედია საშუალებები არიან მიწვეულნი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ,,შუსტერ LIVE,,-ში უკრაინული მიწების მიტაცებაზე ისაუბრა… (VIDEO)
შემდეგი სტატიადღეს თბილისობის დღესასწაული აღინიშნება