სააკაშვილმა ,,შუსტერ LIVE,,-ში უკრაინული მიწების მიტაცებაზე ისაუბრა… (VIDEO)

16 ოქტომბერს თოქ-შოუ ,,შუსტერ LIVE,,-ში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა,  შავი ზღვის სანაპიროზე სოფელ კრიჟანოვკაში ძვირადღირებული მიწების გასხვისების პრობლემებზე ისაუბრა…

სააკაშვილის განცხადებით, მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ოდესის გარშემო არსებულ სოფლებში დიდძალ ფულს ხარჯავდნენ რათა ამ სოფლის საბჭოებში არჩევნები მოეგოთ და არჩევნების შემდგომ წლებში, სოფლის ტერიტორიაზე არსებული მიწები საკუთარ ნათესავებზე გადააფორმებინათ და სარფიანად გაეყიდათ… თავისი განცხადების  დასადასტურებლად სააკაშვილმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა…

,,ჩვენ დავანგრევთ და შევცვლით ამ სისტემას… და უკრაინულ მიწებს ისე გავყიდით, რომ ფული უკრაინელ ხალხს მოხმარდეს და არა ერთი მუჭა ჩინოვნიკებს,, აცხადებს სააკაშვილი.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს პასუხობს
შემდეგი სტატიაNDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გამართავს