დღეს თბილისობის დღესასწაული აღინიშნება

17-18 ოქტომბერს დედაქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრების თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ამასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

დღეს კრწანისის ქუჩაზე კრწანისის სკვერის გახსნა იგეგმება. ამასთან, ზაარბრუკენთან დაძმობილების აღსანიშნავი საიუბილეო მიღება თბილისის საკრებულოში მოეწყობა. დღესვე, სამხედრო ორკესტრების კონცერტი ევროპის მოედანზე ჩატარდება. ფესტივალ „საჩუქარის“ გახსნა ვარდების ბაღი იგეგმება. რკინის რიგის და შარდენის ქუჩაზე ხილის, ჩაის და თაფლის ფესტივალი გაიმართება. დღესვე ჩატარდება ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი რიყის პარკში.

18 ოქტომბერს კი მარჯორი და ოლივერ უორდროპების ძეგლის გახსნა იგეგმება პარლამენტის შენობის უკან. მოეწყობა მეწარმეობის გამოფენა ქარვასლაში, თბილისზე მზრუნველის დაჯილდოება კი რიყის პარკი მოხდება. საზეიმო ღონისძიებები მეიდანზე გალა-კონცერტით დასრულდება. სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი რიყის პარკში.

თბილისობის დღესასწაული ყოველ წელს იმართება.

banner
წინა სტატიაშიNDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გამართავს
შემდეგი სტატიათბილისობასთან დაკავშირებით გზებზე შეზღუდვები წესდება