NCDC – აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს, 26 აპრილს იმსჯელებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვის მოხსნის საკითხი ჯერ განიხილება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

„აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი ჯერ განიხილება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ორშაბათს იქნება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება ამ საკითხზე იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო, ამირან გამყრელიძე არ იღებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სააღდგომო დღესასწაული მოკრძალებულად და რეკომენდაციების დაცვით აღნიშნონ.

„წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომ პერიოდში უფრო მოკრძალებულად გვმართებს საოჯახო თუ სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. ამაზე რეკომენდაციები როგორც შარშან, წელსაც იგივეა. სასურველია, რომ ტაძრებში დაცული იყოს დისტანცია, ტაძარში ყველა იყოს პირბადით და რადგან ახლა ამინდები ამის საშუალებას იძლევა, წირვა-ლოცვის რადიოფიცირება მოხდეს, მრევლი იყოს უპირატესად გარეთ და გარეთაც დაცული იქნეს დისტანცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მაისის პირველ ორ კვირაში