გამყრელიძე – ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მაისის პირველ ორ კვირაში

ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მომავალი თვის პირველ ორ კვირაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და ამ ფონზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება. ყველანაირი პროგნოზით, ჩვენ პიკური პერიოდი დაგვიდგება თვის ბოლოს, მომავალი კვირის პირველ ორ კვირაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციაა, რომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებული იყოს. დღეს მოქმედი შეზღუდვები და რეკომენდაციები, მხედველობაში მაქვს ღამის კარანტინი, შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობის შეჩერება, პირბადის ტარებისა და დიდი თავშეყრის განსაკუთრებული კონტროლი – ეს ყველაფერი ძალაშია და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიNCDC – აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი განიხილება
შემდეგი სტატიავაშაძე – „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ ექნება, თავი აარიდოს რომელიმე პუნქტის შესრულებას