ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონება-კითხვები ნარმანიას და ხმაური საკრებულოში

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გადაწყვეტილების გამო 11 სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის მერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საკრებულოს სხდომა დებატების რეჟიმში გაგრძლედა. საკრებულოში ხმაური მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით მილიონი ლარის ღირებულების ქონების გადაცემის საკითხზე დასმულ კითხვას მოჰყვა. ოპოზიცია დაინტერესდა რატომ მიიღო მერიამ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ერთი მილიონი ლარის ქონება მოსამართლის ოჯახს გადაეცა. ნარმანიამ ამ კითხვებს არ უპასუხა. მისი დაცვა კი მმართველის გუნდის წარმომადგენლებმა სცადეს. მათ ოპოზიციას ამ საკითხზე საუბარი არ დაასრულებინეს.

ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც უპასუხა და ოპოზიცია გააკრიტიკა საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ და მხოლოდ ნაზღაიძის საქმის წამოწევის გამო.

https://youtu.be/rVtzUkMCpKY

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია მამუკა ახვლედიანს: ,, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მრავლად გვახსოვს მაშინ როდესაც თქვენ მერის მოადგილე იყავით“