დავით ნარმანია მამუკა ახვლედიანს: ,, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მრავლად გვახსოვს მაშინ როდესაც თქვენ მერის მოადგილე იყავით“

თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საკრებულოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატ მამუკა ახვლედიანს ერთ-ერთი შემთხვევა გაახსენა, რომელიც მისი მერის მოადგილეობის დროს მოხდა.
,,აღსანიშნავია, რომ კერძო მესაკუთრეს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად წაართვა საკუთრების უფლება ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სადაც ახლა ნაგავსაყრელია მოწყობილი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მრავლად გვახსოვს მაშინ, როდესაც თქვენ მერის მოადგილე იყავით,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

2014 წლის 28 აპრილს გიორგი ქელდიშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ და ითხოვა მის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული აქტებისა და განკარგულებების ბათილად ცნობა.

საქმის მორიგების დასრულებისა და მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში მოსარჩელე მხარესთან, გიორგი ქელდიშვილთან რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, ამავე დროს, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, თუმცა ქელდიშვილისთვის სასურველი და ტოლფასი მიწის ნაკვეთის შერჩევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. მოცემული სასამართლო დავის მორიგებით დასრულების მიზნით, სააგენტოში კვლავ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. დავის მორიგებით დაუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იმოქმედებს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.

banner
წინა სტატიაშინაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონება-კითხვები ნარმანიას და ხმაური საკრებულოში
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ჩვენ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზე გავცემთ ნებართვას და ვაკეთებთ სტატისტიკას