შვედეთში პოპულარული მემარჯვენე კანდიდატი სექსულურ სკანდალში ეხვევა

შვედეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტი ევროპარალამენტის არჩევნებზე მთავარი კანდიდატია. მას ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება – Reuters-ი წერს.
პეტერ ლუნდგრენის წინააღმდეგ საქმე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე გაიხსნა. პოლიტიკოსმა უკვე აღიარა, რომ შეუფერებლად იქცეოდა თავისი კოლეგის სარა-ლენა ბიანკოს მიმართ. მან თავისი საქციელი სიმთვრალით ახსნა და ბოდიში მოიხადა ქალის წინაშე ინციდენტისთთვის, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ საღამოზე მოხდა.
ბიანკომ თქვა, რომ ეს საქმე წარსულში დატოვა და არ აპირებს პოლიციაში საჩივრის შეტანას. თუმცა, პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია პოლიციაში საჩივარი ვინ შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიავარია სუფსაში – დაღუპული ოთხი ადაიმანი
შემდეგი სტატიანატოს 70 წლისთავთან დაკავშირებული სამიტი ლონდონში 3-4 დეკემბერს გაიმართება