ნატომ რუსეთი სტრატეგიულ საფრთხედ ოფიციალურად აღიარა

ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ალიანსის უსაფრთხოებას – ამის შესახებ Twitter-ზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაწერა.

ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ რეგიონში“.

სტრატეგიულ კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი იძულების, დივერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით ცდილობს გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების შექმნას.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური არარაობების მაიმუნობა სერიოზულად არავინ უნდა განიხილოს – ბოკერია დეპუტატებზე
შემდეგი სტატიაყველაზე საინტერესო დაბადების დღე ცხოვრებაში… საჩუქრად ველი ჩემს ნაცვლად 3 ივლისის აქციაზე მისვლას – გვარამია