პოლიტიკური არარაობების მაიმუნობა სერიოზულად არავინ უნდა განიხილოს – ბოკერია დეპუტატებზე

„ეს ყველაფერი არის ივანიშვილის მორევი თავისი გაუგებარი დეტალებითა და ურთიერთგამომრიცხავი ბოდვებით”. – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის ქართული ოცნებიდან წასვლას.

ბოკერიას სიტყვებით, “ჭაობის დეტალებს” ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ქვეყნის მომავლის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების გზიდან “ეს მორევი ივანიშვილის მეთაურობით მთლიანად უნდა ჩამოვიცილოთ”.

“არ უნდა მოტყუვდეს არავინ, რომ სერიოზულად განიხილოს ასეთი პოლიტიკური არარაობების რაღაც მაიმუნობა”. – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიმივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად – ნატო-ს დეკლარაცია
შემდეგი სტატიანატომ რუსეთი სტრატეგიულ საფრთხედ ოფიციალურად აღიარა