იენს სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს გაძლიერებისთვის

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო შეისწავლით, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია, რომელიც უახლოვდება ნატო-ს წევრობას.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომელიც 28+1 ფორმატით იმართება.

„უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მხარდაჭერაზე. თბილისში მუშაობა სრულად მიმდინარეობს ჩარჩოს თანახმად. ნატო-საქართველოს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს გაძლიერებისთვის. ნატო-ს სასწავლო ცენტრი მაისში დაიწყებს ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ გადამზადებას. ჩვენ შევისწავლით, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. განვიხილავთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს საზღვრის დარღვევას. მოვუწოდებ რუსეთს, გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველო ერთ-ერთი ჩვენი ახლო პარტნიორია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე.

ალიანსის გენერალური მდივნის ოფიციალური განცხადების შემდეგ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მედიისთვის დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიტაივანში დაღუპულების რაოდენობა 55-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: დარბაზში ვხედავ “მაესტროსაც” და “რუსთავი 2”-საც და ვერ ვხედავ, რომ მათზე რაიმე პოლიტიკური ზეწოლა ხდებოდეს