ნოდარ ხადური: დარბაზში ვხედავ “მაესტროსაც” და “რუსთავი 2”-საც და ვერ ვხედავ, რომ მათზე რაიმე პოლიტიკური ზეწოლა ხდებოდეს

მინისტრთა კაბინეტის ნაწილი, როგორც რუსთავი 2-ის საქმეში, ასევე მაესტროს საქმეში კვალავაც გამორიცხავენ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლას და ჩარევას.

„დარბაზში ვხედავ მაესტროსაც და რუსთავი 2-ისაც და ვერ ვხედავ, რომ მათზე რაიმე პოლიტირკუი ზეწოლა ხდებოდეს,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადური პროცესებში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.

„მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ ხელისუფლება არ არის ჩარეული ამ პროცესებში, ნამდვილად არ არის ჩარეული. და არანაირი ზემოქმედება ამაზე არ არის და ვინ რა საკითხებით ახდებს სპეკულირებას, ეს სხვა საკითხია,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს მისთვის მისაღები იქნება

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს გაძლიერებისთვის
შემდეგი სტატიაამერიკელმა გენერალმა პრესკონფერენციის დროს გონება დაკარგა