ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა მის ეროვნულ უსაფრთხოებას – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

კალასის თქმით, მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა გარე ძალების მიერ ესტონეთისთვის ძალად თავს მოხვეული რამ.

“აქ, ზოგიერთი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება, როგორც პროცესი, როგორმე ქვეყნების ნებასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მე ამას უარვყოფ. რუსეთი იქცევა როგორც ბოლო კოლონიური ძალა, რომელიც ფაქტობრივად ცდილობს კოლონიზაციას და თავისი იმპერიის გაფართოებას“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადირაძე – პროდასავლური ოპოზიცია უნდა გავერთიანდეთ
შემდეგი სტატიათუ ადამ დელიმხანოვის საქართველოში ყოფნა დასტურდება, ეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის პირდაპირიდა უხეში დარღვევაა – ხუხაშვილი