ნატო რუსეთის გამო სამხედრო სტრატეგიას ცვლის

უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ნატო პირველად ცვლის სამხედრო სტრატეგიას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ Welt am Sonntag -თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის მხრიდან არსებული “ბირთვული საფრთხეების” გამო დადგა ამის აუცილებლობა – Die Welt-მა 25 მაისს გამოაქვეყნა საუბრიდან ამონარიდი. “ჩვენმა სამხედრო ექსპერტებმა ალიანსისთვის ახალი სამხედრო სტრატეგია შეიმუშავეს” – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა და თქვა, რომ ახალი მიდგომის აუცილებლობა 2014 წლის შემდეგ დადგა.

იენს სტოლტენბერგი, ასევე, რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება “ტალიბანთან” დადებულ შეთანხმებას შეეხო. მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპის შემდეგადაც ნატო მზად უნდა იყოს გარკვეული ხნით დარჩეს ავღანეთში, რომ ადგილობრივი უშიშროების ძალები მოამზადოს და “ადგილობრივ მთავრობას ქვეყნის აღდგენაში დაეხმაროს” – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიტრამპი იაპონიაში იმპერატორს შეხვდება და სუმოს ფინალს დაესწრება
შემდეგი სტატიახელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას – ტერიტორიული მთლიანობის დაცვას