ტრამპი იაპონიაში იმპერატორს შეხვდება და სუმოს ფინალს დაესწრება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25 მაისს იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტით ჩაფრინდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრთან სინძო აბესთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდები და კორეის ნახევარკუნძულზე საერთო სიტუაცია იქნება. გარდა ამისა, ისაუბრებენ 1970-1980-იან წლებში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გატაცებული იაპონელი მოქალაქეების ბედზე.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ტრამპი იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდება, რომელიც ტახტზე 1 მაისს ავიდა. გაფრენამდე ტრამპმა თქვა, რომ ის იქნება საპატიო სტუმარი და რომ მსგავსი მოვლენა იაპონიაში უკანასკნელი 200 წლის მანძილზე არ მომხდარა.

დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერთან, ასევე, გოლფს ითამაშებს და კვირას სუმოს ფინალს დაესწრება.
ტრადიციების წინააღმდეგ, ტრამპი და აბე სხვა მაყურებელთან ერთად არ იქნებიან დარბაზში, მათთვის ცალკე ადგილი გამოყვეს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იოკოძუნი წააგებს – სუმოს უმაღლესი ტიტულის მქონე – გულშემატკივრები, უკმაყოფილების გამოსახატავად, არენაზე ბალიშებს ისვრიან. ტურნირის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, ბალიშები აბეს ან ტრამპსაც მოხვდეთ – “დოიჩე ველე” წერს.

იაპონიაში დონალდ ტრამპის მორიგი ვიზიტი ივნისის ბოლო არის დაგეგმილი “დიდი ოცეულის” სამიტზე.

banner
წინა სტატიაშიჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ
შემდეგი სტატიანატო რუსეთის გამო სამხედრო სტრატეგიას ცვლის