NATO-მ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის უკვე 8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო

NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ალიანსმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 8 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოპტემბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო და ევროკავშირი ერთად დგანან უკრაინის სოლიდარობის ნიშნად. ის მიესალმა ევროკავშირის ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მიმართ.

“ნატოს მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ნატო-ს მოკავშირეებმა დღემდე პირობა დადეს უზრუნველყონ უკრაინისთვის მინიმუმ 8 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება. ჩვენ ვხედავთ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი დენ მიუზერი – რუსეთისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას, ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ შეუძლია საქართველოში მიბრუნება
შემდეგი სტატიაუკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერი ხერხით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე შეტევით – პოდოლიაკი