უკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერი ხერხით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე შეტევით – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა თავის დასაცავად ყველანაირ ნაბიჯს განიხილავს, მათ შორის რუსი ოკუპანტების საწყობებსა და ბაზებზე შეტევას.

“ბლინკენმა თქვა – “უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე”. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერი ხერხით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე შეტევით. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს”, – დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშიNATO-მ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის უკვე 8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო
შემდეგი სტატიაIDFI – 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16,669, რუსეთის 43,152 და ბელარუსის 19,898 მოქალაქე