ნატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ელოდებიან

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელს ნატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ელოდებიან. ჩხეიძე აცხადებს, რომ ის გამომძებლებისთვის დეტალურად აპირებს იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. თბილისის პროკურატურაში გუშინ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები გამოიკითხნენ.

„ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების ორი დირექტორი უკვე გამოცხადებული იყო გამოკითხვაზე ქალაქ თბილისის პროკურატურაში. ასევე დაბარებულია ომეგა ჯგუფის მესამე დირექტორი. სამივე მოიხდის მოქალაქეობრივ და კანონიერ ვალს. ამის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდოთ მათ დაბარებას თბილისის საქალაქო სასამართლოში,“-განაცხადა ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა გააკეთა სწორი აქცენტები – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაეროში პრემიერის გამოსვლას აფასებს
შემდეგი სტატია„ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე“ – დავით რაქვიაშვილი სერგეენკოს უწყებისა და აშშ-ის საელჩოს მიმოწერის გაჟონვის ფაქტზე