„ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე“ – დავით რაქვიაშვილი სერგეენკოს უწყებისა და აშშ-ის საელჩოს მიმოწერის გაჟონვის ფაქტზე

ჯანდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის გაჟონვა – საკითხზე კომენტარი უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა გააკეთა, მისი განცხადებით მომხდარი არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.

საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების სალჩოს შორის დახურული მიმოწერა მოსკოვის ხელში აღმოჩნდა. მიმოწერაში სავარაუდოდ საუბარი იყო ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც მოსკოვის მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული ტალღის საბაბი გახდა:

„ეს არ არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან პირველი თავდასხმა და დისკრედიტაციის მცდელობა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მიმართებაში. ვერავითარი მაკომპრომეტირებელი მასალა ვერ იქნებოდა იმ მიწერ-მოწერაში. ეს ყველაფერი არის მოგონილი რუსული პროპაგანდის.

ეს არ არის შეტევა ერთ მინისტრზე, ეს არ არის შეტევა ერთ ინსტიტუციაზე, ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და შესაბამისად ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მტკიცე,“-განაცხადა დავით რაქვიაშვლმა.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ელოდებიან
შემდეგი სტატია“ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ მსჯელობებში” – უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება