ნატო ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლას მხარს უჭერს

ნატოს ყველა წევრი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ს მიერ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლას – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ნატოს ძირითადი პოლიტიკური ორგანოა, სადაც ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შედის. განცხადება პარასკევს, 1 თებერვალს აშშ-ს გენერალური მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გავრცელდა, სადაც მან თქვა, რომ შეერთებული შტატები 2 თებერვლიდან შეთანხმების პასუხისმგებლობებს იხსნის თავიდან – “დოიჩე ველე” წერს.

ჩრდილოეთატლანტიკის წევრი ქვეყნები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთმა შეთანხმების შესანარჩუნებლად ნაბიჯები არ გადადგა. 2 თებერვალს ექსვთვიანი ვადა დაიწყება, რომლის მერეც აშშ შეწყვეტს შეთანხმების წევრი იყოს.

ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 1987 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის გაფორმდა. საშუალო და ახლო მანძილის რაკეტები მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგანაც მიზნამდე მისასვლელად რამდენიმე წუთი სჭირდებათ ისე, რომ მეორე მხარეს თავდაცვის საშუალებას არ უტოვებს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აშშ-ს საკონსულოს თანამშრომელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი
შემდეგი სტატიააშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გავიდა