თურქეთში აშშ-ს საკონსულოს თანამშრომელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი

თურქეთის სასამართლომ ამერიკის საკონსულოს თანამშრომელს მეთინ ტოპუზს მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში დასდეს ბრალი. მისი სასამართლო პროცესი 26 მარტს დაიწყება – თურქულ Anadolu-ზე დაყრდნობით 1 თებერვალს “დოიჩე ველე” ავრცელებს.
მეთინ ტოპუზს გიულენთან კავშირი ედება ბრალად, რომელიც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდენობის ორგანიზატორია ანკარას თქმით. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ტოპუზი აქტიურ კონტაქტს ინარჩუნებდა თურქ პოლიციელებთან და პროკურორებთან, რომლებიც მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიებას ხელმძღვანელობდნენ. მეთინ ტოპუზი თურქეთის მოქალაქეა. ის 2017 წელს დააკავეს, რამაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის დიპლომატიური კრიზისი წარმოშვა. თურქეთის პროკურატურა დაკავებულისათვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლაზე პასუხის გაცემის პირობა დადო
შემდეგი სტატიანატო ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლას მხარს უჭერს